მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მინიმუმ, კოორდინირება შენარჩუნებულია”

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე დეკლარაცია მიიიღეს. დეკლარაციის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს.

ხელისუფლების ოპონენტები ხმების დაცვაზე შეთანხმდნენ.

ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მიერ ხმების დაცვასთან დაკავშირებით შემუშავებულ დეკლარაციაზე საუბრობს. ბურაჯანაძის თქმით, დეკლარაციას 30-მდე პარტია შეუერთდა.

“ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მინიმუმ, კოორდინირება შენარჩუნებულია, არ არის წინააღმდეგობა და ოპოზიციამ საერთო კანდიდატები დააყენა თბილისის ყველა ოლქში.” – უთხრა მედიას ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ იქნება თანამშრომლობა იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს ვერც ერთი მაჟორიტარული ოლქის მოგება მინიმუმ თბილისში.

ირაკლი ოქრუაშვილი

“ეს არის მთავარი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვისაც ძალიან მისაღები და გასაგები უნდა იყოს. საერთო კანდიდატია ოქრუაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ ამ კანდიდატებს მხარს ვუჭერთ და ვეცდებით, შესრულდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც დღეს შევთანხმდით. აბსოლუტურად უპრეცედენტოა ის დეკლარაცია, რომელზეც დღეს შევთანხმდით. პირველად არის საქართველოს ისტორიაში, როცა 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას” შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის ხმები თავად და სხვა სატელიტ პარტიებს გადაულაგა. ეს არის საზოგადოებისთვის იმედის მომცემი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას.” – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, პარტია საბურთალოზე კანდიდატს არ დააყენებს, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ჯაფარიძეს დაუჭერს.

„ერთინი ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭრს მხარს და დაეხმარება გამარჯვებაში. რაც შეეხება საბურთალოს, ამ ოლქში ენმ და ჩვენი ბლოკი კანდიდატს არ დააყენებს, რადგან ვფიქრობთ, რომ აქ ბევრი ღირსეული ოპოზიციონერი კანდიდატი იბრძოლებს.

ზურაბ ჯაფარიძე

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა ივანიშვილმა ვერც ერთი ხმა ვერ მოიპაროს. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ ხელისუფლებამ საერთოდ ვერ იფიქროს ხმების მოპარვაზე. თუ რაიმე სახის პოლიტიკური ალღო შერჩათ, ამაზე არც უნდა იფიქრონ.

“ასევე, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უახლოეს პერიოდში უნდა მოვაწეროთ ხელი დეკლარაციას, რომ არ შევუქმნით კოალიციას იმ ძალას, რომელმაც 8 წლის განამვლობაში ჩამოშალა ყველაფერი, – ეკონომიკა, უსაფრთხოება, განვითარების იმედი და ა.შ.“ – განაცხადა მელიამ.

“ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა.” ამის შესახებ ჟურნალისტებთან ირაკლი ოქრუაშვილმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში განაცხადა.

“ყველა პარტია აიღებს ვალდებულებას, რომ ყველა დავიცავთ ერთმანეთის ხმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ იმ ქილიკს, რომ თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა, შევთანხმდებით თბილისის დარჩენილ ორ ოლქზე.” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button