რეგიონი

ერთწლიანი მოთხოვნის შემდეგ, გურჯაანში შშმ ბავშვების ტრანსპორტირების თანადაფინანსება განხორციელდება

ერთწლიანი მოთხოვნის შემდეგ, გურჯაანში შშმ ბავშვების ტრანსპორტირების თანადაფინანსება განხორციელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ცერებრული დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ბავშვების ტრანსპორტირების თანადაფინანსებას მოახდენს და თანხას ტერიტორიების მიხედვით გამოყოფს.

მოთხოვნა მერიაში, ერთი წლის წინ, შშმ პირთა მშობელთა ასოციაციამ შეიტანა.
ასოციაციის ხელმძღვანელი , მირანდა ფაიქიძე ამბობს, რომ შშმ პირთა ოჯახებს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ.
” ერთი წელია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად ვუწევთ ადვოკატირებას შშმ პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების საკითხს. ჩვენ ამას მივაღწიეთ და დამტკიცდა ქვეპროგრამა საკრებულოს დადგენილებით. დაფინანსება მოხდება ტერიტორიის მიხედვით, სადაც ცხოვრობს შშმ პირი“- ამბობს ფაიქიძე.
ასოციაციის მონაცემებით, გურჯაანში, სხვადასხვა სამედიცინო სერვისებით, 18 წელს მიუღწეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 55 პირი სარგებლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button