მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ეს არ იყო პერფორმანსი, ეს იყო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ტრიბუნის ბლოკირებას“-ნინო წილოსანი

დღევანდელ მოვლებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედება მიზნად ისახავდა ტრიბუნის ბლოკირებას. მისივე აზრით, პერფორმანსი უნდა შეწყვეტილიყო, რათა გაგრძელებულიყო საპარლამენტო სხდომა.

„ეს არ იყო პერფორმანსი, არამედ ქმედება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ იქნა განხორციელებული, მიზნად ისახავდა ტრიბუნის ბლოკირებას, სადაც იდგა მინისტრი, რომლისთვისაც უნდა დაგვესვა ძალიან კრიტიკული კითხვები, მათ შორის საზოგადოებას უნდა მოესმინა პასუხები. თუ მიზანია, რომ შს მინისტრს გავუწიოთ ზედამხედველობა, დავუსვათ კითხვები, მისგან მოვისმინით პასუხები და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, რამდენად ჰქონდა მას მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა, რამდენად დამნაშავეა, რადგან ჟურნალისტები ამ შემთხვევაში ვერ დავიცავით და ეს იყო თუ არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამის ნაცვლად, პარტიებმა, რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობაა“ ამ ყველაფრის სათავეში და რიგმა ჟურნალისტებმაც სამწუხაროდ, არჩიეს დემონსტრაციის და პროტესტის ის ფორმა, რომელსაც არ წყვეტდნენ. ამიტომ ამ ფაქტმა, ლუსტრირება მოახდინა, რა არის რეალური მიზანი – მიზანი არ არის კითხვებზე პასუხების მიღება, მიზანი არის აქციების ჩატარება.

სხდომის გასაგრძელებლად საჭირო იყო, რომ გრკვეულწილად პერფორმანსი შეწყვეტილიყო. ვერ გააკეთეს არჩევანი, რომ პერფორმანსი საბოლოოდ დაესრულებინათ და მინისტრისთვის მოესმინათ. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა არის მათი რეალური მიზანი“, – განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button