პეტერბურგელმა მხატვარმა პუტინის პრესმდივანი საკუთარი მკერდით დახატა [Photo/Video]

პეტერბურგელმა მხატვარმა, ირინა რომანოვსკაიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის – დიმიტრი პესკოვის პორტრეტი დახატა. სურათი, რომელზეც ჩინოსანი მწვანე თმითა და წითელი შარვლითაა გამოსახული, მხატვარმა ქალმა საკუთარი მკერდით შექმნა. ავტორმა ნამუშევარი LiveJournal-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

მხატვარმა პორტრეტის ფუტურისტული ფერები იმით ახსნა, რომ მას პესკოვისთვის უფრო მოდური იერსახის მიცემა სურდა.

“უკვე შევეჩვიეთ, რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის მკაცრ კოსტუმებში ჩაცმულებს ვხედავთ. როგორც ცნობილია, წითელშარვლიანი პესკოვის ინტერნეტში გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ შინაურ ტანსაცმელში გამოწყობილი პრესმდივანი ხალხთვის უფრო ახლობელი გახდება”, – განაცხადა რომანოვსკაიამ.

მხატვარმა არ დამალა, რომ ნამუშევრის შექმნისკენ პესკოვის ფოტოსურათმა უბიძგა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში აიტვირთა და საყოველთაო განხილვის საგნად იქცა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32577″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button