“ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა”

„ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა,“ – ისანი-სამგორის პროკურორის შვილის სწავლის ხარჯის თბილისის მერიიდან 5 400 ლარით დაფინანსების საკითხზე დავით ნარმანია პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ის შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან „საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა“.

დედაქალაქის მერი საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში არსებობენ შესაბამისი სამსახურები.

მსგავსი პოსტები

Back to top button