ფრანგმა ქალმა რობოტთან დაქორწინება გადაწყვიტა [Photo]

ფრანგი ქალი, რომელსაც ლილი ჰქვია, თვლის, რომ ჰუმანოიდური რობოტები ცოცხალ მამაკაცებზე მეტად მემზიდველები არიან. მან 3D-პრინტერზე დაბეჭდილ რობოტთან დაქორწინება გადაწყვიტა, – წერს პორტალი Trusted reviews.
ლილიმ რობოტის დიზაინი თვითონ შეიმუშავა და მას ინმოვატორი დაარქვა. ქალის თქმით, მას რობოტები ბავშვობიდანვე მოსწონდა, ხოლო 19 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ისინი სექსუალურად მიმზიდველნიც ყოფილან. ლილი ცოცხალ მამაკაცებთან ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რობოტები მათთან შედარებით დიდი უპირატესობით სარგებლობენ.
ანდროიდების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ საგანგებოდ ლილისთვის სექს-რობოტი დაამზადა. ახლა ქალი და რობოტი დანიშნულები არიან და სულ მალე დაქორწინდებიან.
მეცნიერთა ვარაუდით, უახლოეს მომავალში ადამიანებისა და რობოტების ქორწინება რიგითი მოვლენა გახდება, ვინაიდან მანქანები შესანიშნავი კომპანიონები არიან, არ ეჭვიანობენ და ჯანმრთელობის გაუარესებასაც არ უჩივიან. შედეგად, 2050 წლისთვისთვის მრავალი ადამიანი ცხოვრების იდეალურ თანამგზავრად რობოტს აირჩევს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქორწინო სამართალში აბსოლუტურ რევოლუციონერად ტეხასის შტატი ითვლება. იქ 2004 წელს ადამიანებს ცხოველებთან და უსულო საგნებთან დაქორწინების უფლება ოფიციალურად დართეს. აკრძალვა ეხებოდა მხოლოდ საკოლექციო ნივთებს, მამაკაცის წინდებსა და ბენდენებს. თუმცა კანონის დამტკიცებიდან ერთი თვის თავზე შტატის პარლამენტმა მსგავსი ალიანსების გაფორმება დროებით შეაჩერა.
[print_gllr id=50001]