მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ეს ბრალდება მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა”

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და სიმართლის დადგენას არ ემსახურება.” ამის შესახებ „მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.

„მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ, რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაც, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის. მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე ბრალდებებით გამოირჩეოდა ხელისუფლება, ტროლების ქარხანა თუ მედია 2012-ში, 2016-ში და 2020 წელსაც, რაც არჩევნებს წინ უსწრებს ხოლმე. ამით ხელისუფლება ჩვენში დაბნეულობის შემოტანას ცდილობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და სიმართლის დადგენას არ ემსახურება. მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე.” – განაცხადა გიორგი რურუამ დღევანდელ პროცესზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button