მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
“ეს ჩემთვის ფინალია ეს ჩემი ბოლო არჩევნებია” -თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 31 მარტს დაგეგმილი არჩევნები იქნება ბოლო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ეს ჩემთვის ფინალურია, კანონით მონიჭებული მანდატის მიხედვით, ჩემი ბოლო არჩევნებია. ის შედეგი, რომელიც დადგება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ “, – ამბობს ერდოღანი.
შეგახსენებთ, რომ 70 წლის ერდოღანი თურქეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხანია მართავს. 2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული, ერდოანი ხელახლა აირჩეს ხუთი წლის ვადით 2023 წლის მაისში დაძაბული არჩევნების დროს.