მსოფლიოსიახლეები

“ეს გადაწყვეტილება კრემლის მიღებულია”

გერმანიის საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფინავი, რომლითაც ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში უნდა გადაეყვანათ, ციმბირის ქალაქ ომსკში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ალექსეი ნავალნი

ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა კრემლის კრიტიკოსის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ნავალნის სამედიცინო ევაკუაციის შეჩერებას რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

„ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამოც, ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში განვახორციელეთ. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიღებულია.” – წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ალექსეი ნავალნი

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.

რუსეთის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ერთხელ უკვე მოწამლეს საპატიმროში. მაშინ ნავალნი სიკვდილს და მხედველობის დაკარგვას გადაურჩა. ვარაუდობენ, რომ თუკი პოლიტიკოსი გადარჩა, ამჯერად, მას მხედველობას ვეღარ შეუნარჩუნებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button