მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ეს სემესტრი აუცილებლად შედგება”

„ეს სემესტრი აუცილებლად შეგდება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში და დადებითად შეფასდა პროექტი ტელესკოლა და ასევე დისტანციური სწავლების მეთოდიც.

„განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს პირველ არხთან ერთად, – პროექტი “ტელესკოლა”, რომელიც გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩველად, აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული სხვა ღონისიძიებებიც, დისტანციური სწავლების. კერძოდ, ეს გახლავთ პროგრამები, რომელიც სკოლების მიერაა გამოყოფილი. დისტანციური სწავლებისთვის როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში.

ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button