მნიშვნელოვანირეგიონი

ესებუას სასამართლო პროცესზე დაიკითხა, პოლიციელი რომელიც მისი ძმის სახლი გაჩხრიკა

რაიონულ სასამართლოში ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე სხვა მოწმეებთან ერთად ის პოლიციელიც დაიკითხა, რომელიც ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას სახლის ჩხრეკაში და ასევე, თავად ბადრის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

გიორგი ქადარიას თქმით, დაკავებისას ბადრი ესებუამ მათთან საუბრში აღიარა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა.

„ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვიყავით მისული, ვეძებდით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ აღებულ ფულად თანხას. მართალია ფულადი თანხა და საბრძოლო მასალა ჩვენს მიერ ნაპოვნი არ იქნა. ასევე, ვმონაწილეობდი ბადრის დაკავების ოპერაციაში და ბადრიმ მაშინ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა. ეს საუბარი მოისმინა ჩემმა თანამშრომელმაც“, – განაცხადა გიორგი ქადარიამ.

მოწმის ეს განცხადება თავად ბრალდებულმა გააპროტესტა. როგორც ესებუამ აღნიშნა, მოწმე იტყუება.

გიორგი ქადარიას გამოკითხვის ბოლოს, ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა.

„იმ განცხადებასთან დაკავშირებით დავუსვამ კითხვას, სადაც თქვა, ბადრიმ აღიარა და გვითხრა, რომ თანხის ნახევარი დავხარჯე, ნახევარი კი დავკარგეო. ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“, – ასე მიმართა ბადრი ესებუამ მოწმე გიორგი ქადარიას.

პროკურორმა მირანდა წერეთელმა ბრალდებულს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა. ბადრი ესებუამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას მოწმისთვის არ შეუგინებია.

ბადრი ესებუა 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button