![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/espaneti-2.jpg)
ესპანეთში ბავშვებს ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავრობამ პატარებს ამის ნება 6 კვირის განმავლობაში პირველად დართო. საყოველთაო კარანტინის რეჟიმის გათვალისწინებული შეზღუდვა იმავე დღეს შემსუბუქდა, როცა ქვეყანაში 1 თვის მანძილზე კორონავირუსით გარდაცვლილთან რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბავშვები ქუჩაში პირბადეებით გავიდნენ. საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში 14 მარტს გამოცხადდა. ამის შემდეგ ბავშვებს გარეთ გასვლა აკრძალული ჰქონდათ.