მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ესპანეთთან მარცხით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა-ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ის მერვედფინალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ითამაშა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა.
ჯვაროსნებისა და კონტინენტის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდის მატჩს კიოლნმა, “რეინ ენერჯი სტადიონმა” უმასპინძლა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელთა ავტოგოლით გაიხსნა. საკუთარ კარში ბურთი რობინ ლე ნორმანდმა შეაგდო საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ.

ანგარიში პირველივე ტაიმში, 39- წუთზე გაათანაბრა როდრიმ (როდგიგო ჰერნანდეს კასკანტემ).

ესპანეთი 51-ე წუთზე დაწინაურდა ფაბიან რუიზის სათავო დარტყმით.

ორბურთიანი უპირატესობა ესპანეთის ნაკრებს ნიკო უილიამსმა მოუტანა 75-ე წუთზე.

შეხვედრის ბოლო გოლო 83-ე წუთზე დანი ოლმომ გაიტანა.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს, გერმანიის ნაკრებს შეხვდება 5 ივლისს.

მერვედფინალამდე საქართველოს ნაკრების გზა ასეთი იყო: F ჯგუფში, ჯგუფური ეტაპი საქართველომ ოთხი ქულით დაასრულა.

მან პირველ შეხვედრაში მარცხი იწვია თურქეთის ნაკრებთან, ანგარიშით 1:3.

მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა.

მესამე მატჩში კი ყველასთვის მოულოდნელად სძლია პორტულაგიის საფეხბურთო ნაკრებს, ანგარიშით 2:0.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ეს ისტორიული შედეგია საქართველოს ნაკრებისათვის ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ის მერვედფინალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ითამაშა. დაპირისპირებას ტრიბუნიდან თვალს ქართველი ქომაგების არმია ადევნებდა. სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე შეეძლოთ მატჩის ყურება საქართველოს ქალაქებშიც.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ირსეულად დაასრულა. მაგრამ უდავოდ კარგი სახელი დატოვა და კითხვაც, რაც გამოცემა „პლანეტ ფუტბოლმა“ დასვლა – სად იყავი აქამდე საქართველო. ასეთი განცდა რომ დატოვა, ეს ვილი სანიოლის გუნდის ყველაზე დიდი გამარჯვებაა.ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების საამაყო თავგადასავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. დებიუტანტმა გუნდმა გულიანი, ეფექტური და სწრაფი თამაშით მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა. ტიტულისკენ გზა კი ესპანეთის ნაკრებმა განაგრძო. „ფურია როხა“ მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიას შეხვდება. ეს მატჩი 5 ივლისს 20 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button