ესტონეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს

სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ესტონეთსა და რუსეთს შორის, მიმდინარე კვირას შეწყდება. დღეს, 18:05 წუთზე, მოსკოვიდან ტალინში უკანასკნელი მატარებელი გაემგზავრება. სავარაუდოდ, იგი დანიშნულების პუნქტს, 19 მაისს, 10:45 წუთზე მიაღწევს.

კომპანია Go Rail-ის დირექტორმა ალარ პინსელმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება სახელმწიფო საწარმო „Eesti Raudtee“-სა და „რუსეთის რკინიგზას“ შორის, შედეგიანი აღმოჩნება და სარკინიგზო ხაზი ტალინი-მოსკოვი მალე აღდგება.

კერძო კომპანია Go Rail არსებულ მარშრუტს 1998 წლიდან ემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში, მატარებლებით 2,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ალარ პინსელმა განაცხადა, რომ ტალინი – მოსკოვის ხაზის დახურვის მიზეზი, რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია, და კერძო საწარმომ დიდი დანაკარგები განიცადა.

ესტონეთის სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, მარტში რუსი ტურესტების რაოდენობამ, 43 % იკლო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button