მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს კახაბერ მურადაშვილი უხელმძღვანელებს

კახაბერ მურადაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ინფორმაცია რადიო ჰერეთს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
2016 წლიდან დღემდე, კახაბერ მურადაშვილი, გურიის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. გურიაში გადაყვანამდე, მურადაშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
სამართალდამცავ სტრუქტურაში, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, 2008 წლიდან მუშაობს. კახაბერ მურადაშვილი 44 წლისაა, მას პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება აქვს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
2017 წელს შევსებული თანამდებობის პირის დეკლარაციის თანახმად, მურადაშვილის ოჯახს საკუთრებაში სამი საცხოვრებელი ბინა, ავტოფარეხი და მსუბუქი ავტომანქანა ჰქონდა