მნიშვნელოვანი

„ეჭვი მეპარება, ზვიად დევდარიანს რამე გამოუვიდეს სასამართლოში“ – თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, არ არის სერიოზული არგუმენტი, რომ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მის კანდიდატობას უკავშირდება. როგორც თამარ კორძაიამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, სჯერა იმ ქალების, რომლებმაც დევდარიანს სექსუალური ხასიათის შევიწროებაში დასდეს ბრალი.

თამარ კორძაიას თქმით, უსამართლოა ქალების დადანაშაულება იმაში, თუ რატომ არ ამოიღეს ხმა მაშინ, როცა შევიწროების შემთხვევები მოხდა.

,,უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად რთულია ბრძოლა ცნობილი ადამიანის წინააღმდეგ, მით უმეტეს, იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ქალთა უფლებების მედროშედ გვევლინებოდა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას თქმით, ეჭვი ეპარება, დევდარიანს სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვა გამოუვიდეს.

მოისმინეთ თამარ კორძაიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button