მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველოსიახლეები

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ჩაიშალა

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება – ამის შესახებ მწერალთა სახლში აცხადებენ.

მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს: 

„მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს  საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა” ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და ექვს ნომინაციაში გაიცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button