მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოხუმში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სოხუმში მოვარდნილი ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომელსაც ქალაქის “მერი” ბესლან ეშბა ხელმძღვანელობს.

მისივე ცნობით,სამუშაოებში ჩაერთნენ როგორც ქალაქის კომუნალური სამსახურების, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და ასევე სამხედროები.

აფხაზური მედიის ცნობით,მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.

სოხუმში ქარიშხალმა 50 – ზე მეტი ხე წააქცია, სასტუმროებსა და სახლებს სახურავები გადახადა, ჩამოგლიჯა ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა მათი საყრდენი ბოძები.

ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ძლიერი ქარიშხალი ოკუპირებულ აფხაზეთს კვირა საღამოს დაატყდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის უმეტესი ნაწილი და სოხუმი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩნენ, თუმცა, ამავე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა

მსგავსი პოსტები

Back to top button