მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებს.

“ეს პროცესი გრძელდება. ფარული მობილიზაციის ფარგლებში, რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ. დამატებით. ასევე მზადდება ახალი სამობილიზაციო ღონისძიებები.

რუსეთში ფარული მობილიზაცია და შემდგომი სამობილიზაციო ღონისძიებებისთვის მზადება მიუთითებს იმაზე, რომ განხორციელებული მობილიზაციაც კი არ არის საკმარისი. ჯარი არ არის ეფექტური, არ არის დაცული, სათანადოდ გაწვრთნილი. ამას მოწმობს რუსების უზარმაზარი დანაკარგები ბრძოლის ველზე”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა, რომელიც, სერგეი შოიგუს განცხადებით, 28 ოქტომბერს დასრულდა როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.. თუმცა, 2023 წლის 23 იანვარს კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება ჯერ კიდევ ძალაში იყო.
ამასთან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსებმა დონბასზე თავდასხმის ტემპი გაზარდეს და ცდილობენ მცირე წარმატებას მაინც მიაღწიონ.

“რუსმა ოკუპანტებმა დონბასზე თავდასხმის ტემპი გაზარდეს. ისინი ცდილობენ მცირე წარმატებას მაინც მიაღწიონ, სანამ მთლიანად დაკარგავენ ფრონტზე ინიციატივას. რუსებმა მცირე წარმატებას მიაღწიეს ბახმუტსა და მის შემოგარენში, ხოლო ოკუპანტებმა ავდეევკას ირგვლივ მოქმედების ტემპი გაზარდეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, ავდეევკაში შეტევის ტემპის ზრდამ დიდი დანაკარგები გამოიწვია. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეტევამ, შესაძლოა, აიძულოს უკრაინული ჯარები, გავიდნენ ბახმუტიდან ან ავდეევკადან. თუმცა, მათი თქმით, ამის ნიშნები არ ჩანს.

ISW-ს ცნობით, რუსი ოკუპანტები ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, მათ შორის ქალაქ ბახმუტის აღებას, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინელი სამხედროების ხელშია. ამავდროულად, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის “დიდი შეტევა” უკრაინაში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება.

16 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ ბახმუტის შტურმს და აპირებენ, განაახლონ შეტევა ვუჰლედარზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button