მნიშვნელოვანირეგიონი

გიორგობის დღესასწაულზე კახეთიდან ისტორიულ ჰერეთში, რეგიონის წარმომადგენლები ჩავიდნენ

გიორგობის დღესასწაულზე კახეთიდან ისტორიულ ჰერეთში, რეგიონის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, კერძოდ საინგილოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა, ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიების დროებითმა მმართველმა, თეოდორემ აღავლინა. პარაკლისი ჩატარდა ქურმუხის ტაძარშიც.

წირვის დასრულების შემდგომ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ , კახის მცხოვრებ მართლმადიდებლებს საჩუქრად 150 ბიბლია გადასცა.

გიორგობის დღესასწაულზე, ისტორიულ ჰერეთში, სულ 120 წევრიანი დელეგაცია იმყოფებოდა, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები შედიოდნენ.

კახის რაიონის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ , იმავე დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია ალბანური ძეგლია.

კახის ადგილობრივი ხელისუფლება, ქურმუხის ალბანურ ტაძრად გამოცხადებას სხვა დროსაც ცდილობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button