მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი კეპებს ყიდის

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა კეპებს ყიდის.
“კეპების გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% გადაირიცხება წალენჯიხის განვითარების ფონდში, რომელიც დაფუძნების პროცესშია. თანხა მოხმარდება წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას.”,-წერს ხარჩილავა მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერია,რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. წალენჯიხაში საკრებულოს შემადგენლობაც ოპოზიციურია.