მსოფლიოსიახლეები

მედვედევი – არჩევნების შემდეგ, უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,
ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს. მისი თქმით,
იმედი აქვს, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.

„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადასაჭრელად ახალ მიდგომაზე მოთხოვნა არსებობს. მიდგომა, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინაში შე​ქმნილ ყველა პოლიტიკურ რეალობას. პირველ რიგში კი უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას. ამიტომ, პირველ რიგში, უკრაინის ახალ მმართველს ვუსურვებ საღად აზროვნებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების ხალხთა ურთიერთობების ფასის სიღრმისეულ გაგებას, რაც პოლიტიკურ კონიუქტურაზე მაღლა უნდა იდგეს“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს, პეტრო პოროშენკომ კი მოსახლეობის 24,46 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button