ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ამავე საქმეში მეორე ბრალდებულის ივანე მერაბიშვილის მიმართ კი წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩანიშნა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიებას მთავარი პროკურატურის დეპარტამენტი სსკ-ის 333-ე მუხლით, აწარმოებს რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

“მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩანიშნა”, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button