მსოფლიოსიახლეები

ღურწკაიამ და რუსული ესტრადის სხვა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი ვიდეო ჩაწერეს

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად, მუსიკალური კლიპი ჩაწერეს. მათ შორის არიან:

ნიკოლაი ბასკოვი

დიანა ღურწკაია;
ფილიპ კირკოროვი;
ნიკოლაი ბასკოვი;
ალექსანდრ ბუინოვი;
ანიტა ცოი;
დენის მაიდანოვი და სხვები.

ვიდეო ბელარუსული ჯგუფის, აურას იუთუბ არხზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ თავად ლუკაშენკოს სახელი სიმღერაში არ ისმის, თუმცა არის მისი ციტატა წინასაარჩევნო გამოსვლიდან — “საყვარელს არ თმობენ”, რაშიც ბელარუსი იგულისხმება. “მთელი სულით მიყვარს ჩემი მიწა.” — მღერიან მომღერლები ბელარუსზე.

“ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ იცხოვრებენ ჩვენი შვილები სიყვარულითა და თანხმობით, მშვიდობიან გარემოში.” — მღერიან ბელარუსი და რუსი არტისტები.

ვიდეოკლიპის ქვეშ დაკომენატარების ფუქნცია მოხსნილია. ასევე, გამორთულია ვიდეოზე მოწონებებისა და “დისლაიქების” ნახვის შესაძლებლობა.

კირკოროვისა და ბუინოვის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მომღერლებს ლუკაშენკოს მხარდასაჭერად არ უმღერიათ. ბუინოვის პრესმდივანმა თქვა, რომ სიმღერის ტექსტში ლუკაშენკოს ციტატის შესახებ მუსიკოსმა არ იცოდა.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button