ეკა მიშველაძე სამართლებივ დავას იწყებს

მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის ნაწილად აფასებს საკუთარი გადაცემის დახურვასა და კონტრაქტის შეწყვეტას ეკა მიშველაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ჟურნალისტმა ბრიფინგი გამართა და კონკრეტულ გარემოებებზე ისაუბრა.
მიშველაძის განმარტებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა კანონდარღვევით მოხდა. ეკა მიშველაძე დავის გაგრძელებას სასმართლოში გეგმავს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომლითაც მმართველი გუნდი მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.
ამავე გეგმის ნაწილად მიშველაძე სხვა პოლიტიკური გადაცემების დახურვასა და რუსთავი 2-სა და მაესტროზე შეტევას ასახელებს.
“დარღვეულია ძალიან ბერი პუნქტი და კანონი, დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ დაიხურა გადაცემა “პირველი სტუდია.“ ბასა ჯანიკაშვილის ნათქვამი, რომ უხერხულია ოპოზიციონერის ცოლი იყო თოქ-შოუს წამყვანი,უხერხულია. საბოლოოდ მაინც ეს გახდა ჩემი სამახურიდან გათავისუფლების მიზეზი. არსებული საკითხის მიმართ მაქვს ბევრი კითხვა და ვაპირებ, მივმართო სამართლებრივ გზებს.“- განაცხადა ჟრნალისტმა.