სპეცეფექტები „დოქტორ სტრეინჯისთვის“ [Video]

2016 წლის ბლოკბასტერმა, „დოქტორ სტრეინჯმა“ სათავგადასავლო ფილმების მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა. პორტალ IMDB-ზე ფილმის პოპულარობამ 10-დან 7,7-ქულიანი შეფასება მიიღო.

სურათის საკასო შემოსავალმა 676 მილიონ დოლარს გადააჭარბა იმ დროს, როცა მისი ბიუჯეტი სულ 165 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ნიჭიერ ნეიროქირურგს, ავტოკატასტროფის შედეგად დაზიანებული ხელებისთვის წამლის საშოვნელად, ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა უწევს.
სურათში მთავარი როლები განასახიერეს მსახიობებმა – ბენედიქტ კემბერბეტჩმა და მადს მიკელსენმა.
კინოფილმისთვის სპეციალური ეფექტები სტუდია Industrial Light & Magic-ის ოსტატებმა შექმნეს. მხატვრებისა და ანიმატორების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, მათ მთავარი გმირები სივრცის გამრუდების უნარით უნდა „დაეჯილდოებინათ“ და ფართო ეკრანზე დაუჯერებლი ეფექტები მაქსიმალურად რეალისტურად წარმოეჩინათ
.Industrial Light & Magic-ის სპეციალისტებმა ფილმზე მუშაობის პროცესი მოკლე ვიდეოზე გადაიღეს და YouTube-არხზე გამოაქვეყნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button