კულტურამოზაიკა

კევინ სპეისი სასამართლოში გამოცხადდა

ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი მასაჩუსეტსის შტატის ნანტაკეტის საოლქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლო მოსმენა გაიმართა. წერს Euronews-ი.

გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, მოსამართლემ შემდეგი პროცესი დანიშნა, რომელიც 4 მარტს გაიმართება.

საბოლოო ჯამში, მსახიობს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 30-ზე მეტი ადამიანი ადანაშაულებს. კევინ სპეისის გარშემო სექს-სკანდალი გასული წლის 30 ოქტომბერს აგორდა, როდესაც მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ “ბანქოს სახლის” ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა.  4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეისი სერიალის გადაღებებიდან მოხსნეს.

ამასთან, ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისისთვის კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის “2017 წლის საპატიო ემის” აღარ გადაეცა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button