მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, კახა ჯამბურია მეორედ აირჩიეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, კახა ჯამბურია მეორედ აირჩიეს.
ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა ლაგოდეხში დღეს ჩატარდა.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, წარმომადგენლობით ორგანოში შესულმა პარტიებმა, ორი კანდიდატი დაასახელეს.
უმრავლესობაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ”, თავმჯდომარის თანამდებობაზე, კახა ჯამბურია, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი, ევა ლომთაძის კანდიდატურა წამოაყენა.

ფარული კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს წევრებმა, 18 ხმით, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელად, კახა ჯამბურია აირჩიეს.

ჯამბურია, საკრებულოს თავმჯდომარე მეორედ გახდა. პირველად, თავმჯდომარის თანამდებობა, მან 2017 წელს დაიკავა.
2014 -დან 2017 წლამდე კი, ის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობასაც იკავებდა.
საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, იურისტის პროფესიას, 1994- 1997 წლებში, დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ” იბერიაში” დაეუფლა.

დღესვე ჯამბურიას სამი მოადგილის თანამდებობა, ” ქართული ოცნების” სიით საკრებულოში მოხვედრილმა, ივანე ხაჩიძემ, გიორგი ღამბაშიძემ და სიმონ კვერნაძემ დაიკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
საკრებულოს პირველ სხდომაზე დეპუტატებმა , სამი ფრაქცია,.„ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „უკეთესი მომავლისაკენ“ შექმნეს.

შემდეგ სხდომაზე, საკრებულო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაამტკიცებს და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანდებობრივ სარგოს გაზრდის.

2 დეკემბერს, ხელფასების მატებაზე მსჯელობას, ძველი მოწვევის საკრებულო აპირებდა, თუმცა ქართული ოცნების წევრები სხდომაზე არ მივიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button