მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

კახეთში გახარიას პარტიის წევრებს კრიმინალური ავტორიტეტები ემუქრებიან

გიორგი გახარიას პარტია ლაგოდეხის ადგილობრივი ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. როგორც რადიო ჰერეთს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ღონღაძემ განუმარტა, მეჰმან მამედოვი და კაკი ლობჟანიძე კრიმინალურმა ძალებმა აიძულეს კადიდატურა მოეხსნათ.

პოლიტიკურ პარტიას ლაგოდეხში წინასაარჩევნო პერიოდში სულ 3 კანდიდატი გამოაკლდა. ია ნოზაძემ, რომელიც გიორგეთის სამაჟორიტარო ოლქში აპირებდა კენჭისყრას და სიის მეხუთე პოზიციაზეც იმყოფებოდა,_ საკუთარი ნებით გუშინ თავად მოიხსნა კანდიდატურა.

რაც შეეხება კაბლის მაჟორიტარობის კანდიდატს, მეჰმან მამედოვს, სალომე ღონღაძის განცხადებით, კანდიდატურა 2 სექტემბერს, რეგისტრაციის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მოიხსნა.

ღონღაძის თქმით, ამ წუთებში კაკი ლობჟანიძე, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, გაანალიზა არსებული ვითარება, საჭიროდ მიიჩნია ღირსეული ბრძოლის გაგრძელება და ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის აღდგენის მიზნით განცხადების დაწერა გადაწყვიტა.

აღადგენს თუ არა კომისია ყოფილი საარჩევო სუბიექტის უფლებამოსილებას,უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

ამ დროისთვის გიორგი გახარიას პარტია, ლაგოდეხის საკრებულოში მოსახვედრად მხოლოდ 5 სამაჟორიტარო ოლქში იბრძოლებს

მსგავსი პოსტები

Back to top button