მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხმაური და დაპირისპირება მე-20 უბანზე

ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, მე-20 უბანზე, მე-8 საჯარო სკოლის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც დამკვირვებლები ირწმუნებიან, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები – ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.

“ვინმე ციმინტია მოვიდა “ოპელის” მარკის მანქანით და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს, აქ მოვარდნილი ადამიანები კი იძახდნენ, რომ ეს მათი ქალაქია, ჩვენ კი “ჩამოსულებს” გვიწოდებდნენ”, – განაცხადა დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ.

ამავე დროს, მერვე საჯარო სკოლასთან მდებარე ნაგვის ურნაზე, რომელზეც მეთვალყურეობა ზუგდიდდასუფთავების სამსახურს ეკუთვნის, დილიდან გაჩნდა წარწერები: “ნაც. მოძრაობის გასვენება 30 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე”.

მსგავსი პოსტები

Back to top button