რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანაგუნდელს, ამჟამად ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ მალხაზ თორიას თავს დაესხნენ.

პარტია “საქართველოსთვის” ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არასრულწლოვან შვილთან ერთად იყო, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე ნაცემია თორიას არასრულწლოვანი შვილი ლევან თორია.

შემთხვევა სოფელ კოკში მოხდა.

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მას 8 პირი მამის საფლავის სიახლოვეს დაესხა.

იგი დასძენს, რომ მას მამის სასაფლაოზე იარაღია მუქარით გაუსწორდნენ. ასევე დაუჭრეს მანქანის საბურავები.

პარტიის წევრები მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button