არის თუ არა ბექა ბექაური ნაცემი

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ მომხდარს წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.   სამოქალაქო სექტორი გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, რათა დადგინდეს რა მოტივით მოხდა ბექაურისთვის დაზიანებების მიყენება.

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბლექველის ჰოსპიტალიდან ბექა ბექაურს დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

არის თუ არა ბექა ბექაური ნაცემი და როგორ მიიღო ტერაქტთან კავშირში ბრალდებულმა დაზიანებები – ამ ფაქტის დროულად და ობიექტურად გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც.

მმართველი გუნდი იმ საფრთხეზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რისი თავიდან აცილებაც უსაფრთხოების სამსახურის დროული ქმედების შედეგად მოხერხდა და არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის უკან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესი იდგეს. შეფასებები გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში და რესპუბლიკურ პარტიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button