მსოფლიოსიახლეები

ეთიოპიაში ჰუმანიტარული მისიის თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ეთიოპიელმა სამხედროებმა, შეცდომით, სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც კოვიდინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა The Standard იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 4 მაისს მოხდა. დაიღუპა 5 ადამიანი. African Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი კენიაში იყო რეგისტრირებული და ჰუმანიტარული დახმარება დასავლეთ სომალიში გადაჰქონდა.

როგორც ეთიოპიის მხარე განმარტავს, ლაინერმა სამხედრო ბაზას გადაუფრინა და სამხედროებს ის მოიერიშე თვითმფრინავი ეგონათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button