ქეცბაიას ახალი კონტრაქტი „ანორთოსისში“

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს.
მას უკვე შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, სადაც პირობები წინა კონტრაქტთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა დეტალები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
ქეცბაია ახალ შეთავაზებას დაეთანხმა, თუმცა გარდა ამისა, კლუბის ადმინისტრაციამ ქართველ სპეციალისტს საყვედურიც1 გამოუცხადა.
ლიმასოლის „აპოლონთან“ შეხვედრის დროს 52 წლის მთავარმა მწვრთნელმა მსაჯის მიმართ არასპორტული საქციელი გამოავლინა,რაც მას არ აპატიეს. ასევე, დაჯარიმდა ქეცბაიას თანაშემწე სოსო ჭედია, რომელმაც სამკერდე ნიშანი დანიშნულების შესაბამისად არ გამოიყენა.
კლუბის ხელმძღვანელობა ქეცბაიას იმედის თვალით უყურებს და სჯერა, რომ ანორთოსისი 13 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას შეძლებს.
კვიპროსულ კლუბს, ჩემპიონატის მორიგი მატჩი ხვალ აქვს დაგეგმილი. ისინი ნიქოზიის „ომონიას“ ხვდებიან.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ფამაგუსტელები მეოთხე პოზიციაზე დგანან და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.