მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-ის საბჭო: EU მზადაა ქართველების მხარდასაჭერად, თუმცა მთავრობის ქმედებებით შეშფოთებულია

ევროკავშირის საბჭო საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია.

“ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – წერია განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის კონტექსტში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან.

განცხადებაში საგარეო უწყება საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ და მისი გამოძიების საჭიროებაზე მიუთითებს.

“რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში” – ნათქვამია განცხადებაში.

მარკო მიჰკელსონი თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ.

“თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად”, – წერს მიჰკელსონი X-ზე.

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button