EU-ში პრეზიდენტის ვიზიტის გადადება სავარაუდოდ მთავრობის მხრიდან მოხდა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რატომ გადაიდო ვიზიტი.
“18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
ზურაბიშვილმა 31 მარტს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგომის დროს, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ 18 აპრილს აპირებდა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას. მან გაიხსენა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოსულა.
“საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა”, – წერს ის Twitter-ზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან “ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის” მიღების პროცესს.
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის “სათანადო დრო” ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული.
„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ 18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ გადადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი.
ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტის გადადების მიზეზი “მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესია”.
“საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ვიზიტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა.