![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/02/osce-l.jpg)
ეუთო-ს მონიტორინგის მისიამ გაავრცელა ცნობა, რომ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები შევიდნენ.
მათივე ინფორმაციით, 15 თებერვალს დონეცკის სიახლოვეს მეთვალყურეებმა რუსული თვითმფრინავები „ტუპოლევ ტუ-95“ და „ტუპოლევ ტუ-142 შენიშნეს და გადაიღეს.
ეუთო-ს მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ბომბდამშენები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდნენ.