მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად აღიარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად აღიარა და რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაცია აუცილებლობად ცნო.

“ბუქარესტში ზაფხულის სესიის გახსნის დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის 10-წლიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც აღიარა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებები და მისი შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი,” – წერია ინფორმაციაში.

რეზოლუციის ძირითადი პუნქტები:

რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს 53-ვე წევრ ქვეყანას, გამოიყენონ ძალისხმევა ყირიმისა და უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისთვის მშვიდობის ფორმულისა და ყირიმის პლატფორმის მხარდაჭერით;
რეზოლუცია ეუთოს ქვეყნებს მოუწოდებს შექმნან სპეციალური ტრიბუნალი, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, ჩაატაროს გამოძიება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე რუსების მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, წამებისა და გაუპატიურების შესახებ;
რეზოლუციაში ხაზგასმულია უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის სწრაფი ამოქმედების აუცილებლობა; ეუთოს ქვეყნები შეუერთდნენ შეთანხმებას რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შესახებ;
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ფედერაციაში აღიარებულია, როგორც გაყალბებული და ისეთი, რომელიც ძირს უთხრის რუსეთის ფედერაციის მთელი საარჩევნო სისტემის ლეგიტიმურობას;
უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის საერთაშორისო კოალიციის შექმნის მხარდაჭერა, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების უზრუნველყოფა;
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას აიკრძალოს რუსული თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირში, რეექსპორტი და ტრანზიტი ევროკავშირის პორტებით.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია რუმინეთში 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იმართება. რუმინეთის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციებისთვის ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსკოვში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე ალაპარაკდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button