მნიშვნელოვანირეგიონი

ფერმერების აქცია კახეთში- ისინი რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეულის დაბეგვრას ითხოვენ

ფერმერების აქცია კახეთში- მემარცვლეები დახმარებას ითხოვენ.

კახეთში მოქმედი ფერმერების აქცია, თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალზე, სოფელ ჩალაუბანთან გაიმართა.

მემარცვლეობით დაკავებული პირები, სახელმწიფოს დარჩენილი პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვენ და რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეულის დაბეგვრას ითხოვენ.

ფერმერები ამბობენ, რომ მათი მოსავლის ფასი, თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია, ადგილობრივს კონკურენციას უწევს.

მემარცვლეები ყვებიან, რომ საქართველოში მოყვანილი მოსავლის ექსპორტზე გატანა ვერ ხდება.

” ჩვენ საერთოდ ვეღარ ვყიდით ვერაფერს. რუსეთს აქვს გადასაყრელი და აქ უკონტროლოდ , დაუბეგრავად , მარცვლისა ღერღილის სახით შემოდის. ჩვენ ვეღარ ვუწევთ კონკურენციას და აღარ გვყავს მომხმარებელი. ყველა ქვეყანამ ჩაუკეტა მათ ბაზარი, ან დაბეგრა გარკვეული პროცენტებით, საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მათი მარცვლეული არ იბეგრება. ჩვენთან მოსავლის აღების დროს შემოვიდნენ მყიდველები ირანიდან, ამის შემდეგ აღარავინ ჩანს. საჭიროა, სახელმწიფომ დაბეგროს შემოტანილი მარცვლეული და ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუწყოს”- ამბობენ ფერმერები.

აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად ერთი ტომარა ხორბალი ტერიტორიაზე მოაბნიეს. ფერმერები პროტესტის მასშტაბების ზრდას არ გამორიცხავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button