ევექსის კლინიკის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 3 ფოთში გამოვლინდა.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სამივე ინფიცრებული ექთანია და მათ “კოვიდ 19” გეგმიური ტესტირების დროს დაუფიქსირდათ.
“გეგმიური ტესტირების დროს, სამ ექთანს დადებითი პასუხი ამოუვიდა. ორი ფოთელია, ერთი სუფსიდანაა. სამივე უსიმპტომოა და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. დღეს გვყავს 19 კოვიდ პაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ზოგადი სტატისტიკა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9245
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4887
მათ შორის გარდაცვლილი – 58
კარანტინის რეჟიმში – 5655
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1230
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41