სპორტი
ევრობასკეტზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/04/EVROBASKE.jpg)
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის A ჯგუფშია და მისი 5 ვე მეტოქე ცნობილია.
წილისყრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა.პროცედურას უძღვებოდა ამერკული კალათბურთის ლეგენდა დირკ ნოვიცკი, დახმარებას კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და ახლა პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე უწევდა.
საქართველოს მეტოქეები არიან: ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი,ბელგია და ბულგარეთი .
ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე ბელგია იქნება. ევროპირველობა 2022 წელს 4 ქვეყანაში ჩატარდება. ტურნირს საქართველო, ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებენ.