სპორტი

კოპა ამერიკა დაიწყო. ბრაზილიამ ტურნირი მოგებით გახსნა

კოვიდპანდემიის გამო მრავალგზის უარყოფილი და გადადებული ტურნირი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში გამართული მატჩით გაიხსნა. მასპინძელმა ქვეყანამ ვენესუელა მიიღო და 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი მომხდარა. ტიტეს გაწვრთნილები ფაქტიურად მზად არიან ტიტულის დასაცავად.

მატჩის პირველი ნახევარი მარკინიოსის მიერ გატანილი გოლით დასრულდა. მეორე ტაიმში ნეიმარის ზუსტად შესრულებულმა 11 მეტრიანმა სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი კი გაბრიელ ბარბოსამ 89-ე წუთზე დასვა.

რაც შეეხება ნეიმარს, ამ გოლით ფეხბურთელმა პელესთან ბურთების სხვაობა 10-მდე შეამცირა და ბრაზილიის საუკეთესო ბომბარდირობამდე 11 გოლი-ღა აშორებს.

კოპა ამერიკის მასპინძლები მომდევნო ტურში პერუს შეხვდებიან. ვენესუელას ფეხბურთელები კი კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button