მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ემხრობა, ევროკავშირის დიპლომატებმა ახალი სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
სანქციები შეეხება ზოგიერთ ეკონომიკურ სექტორს, განსაკუთრებით ხე-ტყეს, ფოლადსა და კალიუმს.
მანამდე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების ერთ-ერთი მიზანი ბელარუსული საქონლის ევროკავშირში შემდგომი ექსპორტის შეჩერებაა.
ცნობისთვის, ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები აქამდეც დაწესებული ჰქონდა. კერძოდ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რა დროსაც პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ჩაახშო.