მსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ევროკავშირი: “ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ბელარუსის არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია. ამის შესახებ, მან ევროპარლამენტის სესიაზე ისაუბრა. ინფორმაცია ბორელის გამოსვლის შესახებ გამოცემა TUT.BY-მ გავრცელა.

ჯოზეფ ბორელი

სესიაზე ბორელმა ისაუბრა არჩევნების შემდეგ მრავალი თვითნებური დაკავების, აქციის მონაწილების წინააღმდეგ განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობისა და საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ყველა წევრის დაკავების შესახებ, გარდა სვეტლანა ალექსიევიჩისა.

მისი თქმით, ბელარუსის კრიზისიდან გამოსავლის გზა მთავრობასა და ხალხს შორის დიალოგია. ამ დიალოგების მოწყობაში დახმარების გაწევა კი, ეუთოს შეუძლია. თუმცა, ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგი ვერ შედგა.

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბელარუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობა უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში დაწესდება. მანვე აღნიშნა, რომ ელოდებიან ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომას, რომელიც 24-25 სექტემბერს გაიმართება. მისივე თქმით, გადახედეს ბელარუსთან ურთიერთობას და განისაზღვრა სფეროები, რომლებშიც კომუნიკაციები ან შემცირდება ან სრულიად გაუქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button