მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სასამართლოს პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე

ბოროტი სახელმწიფო უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ ტერორისტულ აქტზე პასუხს აგებს-ზელენსკი

ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„როგორც ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს, ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის აგრესიულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავს პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესის დასაწყისად და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც ისინი უკრაინაში სჩადიან. ევროკავშირი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ უკრაინაში წარმოებული გამოძიებისადმი და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტს გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

ბოროტი სახელმწიფო უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ ტერორისტულ აქტზე პასუხს აგებს- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ გარდამტეხი მომენტია. ზელენსკიმ სპეციალისტების მიერ ასიათასობით ფეთქებადი ნივთიერების განეიტრალებაც აღნიშნა და მათ მადლობა გადაუხადა.

“ამ კვირამ, საბოლოოდ, მართლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი მოიტანა უკრაინისთვის. არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ და ეს გარდამტეხი მომენტია.

ჩვენმა სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს 100 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. განეიტრალებულია 400 ათასზე მეტი მტრის ჭურვი. უკვე ამოღებულია 200 ათასზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მონაწილეობს ამ საქმეში! ოკუპანტის განდევნა, ჩვენი მიწის გაწმენდა ბოროტი სახელმწიფოს ყოველგვარი კვალისაგან და ტერორისტების დასჯა ჩვენი ამოცანაა,”-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button