მნიშვნელოვანირეგიონი
არადეკლარირებული სიგარეტი ლაგოდეხის საბაჟოზე

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ლაგოდეხი”, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი საქართველოს მოქალაქის უთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი.
მას სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.