მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და გადაწყვეტილებას მიესალმება:
როგორც „როიტერი“ წერს, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. ამასთან, პროცესმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს.

“საბჭო მიესალმება კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი სომხეთთან.
სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის ევროკავშირს:

“მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში სომხეთისთვის დახმარების გაწევისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით” აღნიშნავს არარატ მირზოიანი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება.
არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს „სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button