მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“რუსული სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნევს, რომ უკრაინა ომის გამო მშპ-ს 1/3-ს დაკარგავს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 2022 წელს დაახლოებით 62 მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო სამომავლო ხარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კი რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს.

მისივე თქმით, რუსეთს არ მიეცემა ნავთობისა და გაზის რუბლში გადახდის მოთხოვნის უფლება, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ სამიტთან დაკავშირებით ვროპულმა საბჭომ დასკვნა გამოაქვეყნა.

საბჭო რუსეთს უკრაინაში “ომის დანაშაულების” დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
საბჭომ რუსეთსვე მოუწოდა უზრუნველყოს ომის ზონებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა და ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა ალყაში მოქცეულ ქალაქებში.

საბჭომ წევრ ქვეყნებსაც მიმართა გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და დასაფინანსებლად. გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის სწრაფად აამოქმედოს შემდგომი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button