მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის

17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ და იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო-ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციით თანახმად, მისიის მიზანია ხელი შეუწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ოპერაციების ეფექტურად წარმართვის მიზნით, რათა უკრაინას მიეცეს საშუალება დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

„უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMAM Ukraine გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს და განახორციელებს წევრი ქვეყნების აქტივობების კოორდინაციას და სინქრონიზაციას, რომელიც რომლებიც ხელს შეუწყობენ წვრთნების ჩატარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, EUMAM Ukraine იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და ექნება თავისი ოპერატიული შტაბი ბრიუსელში, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ფარგლებში, რათა უზრუნველყოს საერთო კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, მისია გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ასევე წვრთნაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას.

მისია იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და ოპერატიული შტაბი ბრიუსელში ექნება, რათა უზრუნველყოს საერთო კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. მისიის ხელმძღვანელი იქნება ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი, სამხედრო დაგეგმვისა და ოპერაციების ძალების დირექტორი.

მისიის მანდატი თავდაპირველად ორ წელიწადს გაგრძელდება, ამ პერიოდისთვის მთლიანი დანახარჯების ფინანსური სამიზნე კი 106 700 000 ევრო იქნება.
მისიის მეთაური იქნება ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის სამხედრო დაგეგმვისა და წარმართვის ძალების დირექტორი, ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი.

“არააღმასრულებელი მისიის მანდატი თავდაპირველად ორ წელიწადს გაგრძელდება, ხოლო მთლიანი ხარჯების ფინანსური სამიზნე ამ პერიოდისთვის იქნება 106 700 000 ევრო. მისია უზრუნველყოფს უკრაინის მხარდასაჭერად წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც სხვა თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანობის კოორდინაციას და ღია იქნება მესამე ქვეყნების მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button