რეგიონი

ევროკავშირის ელჩი კახეთში რეგიონული განვითარების პროექტებს მოინახულებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, კახეთში რეგიონული განვითარების პროექტებს მოინახულებს.
ელჩი საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩავა.

ევროპელი დიპლომატი 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) პროექტებს მოინახულებს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა.

კარლ ჰარცელი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდება. ელჩი ადგილობრივ საწარმოებსაც მოინახულებს.

დღის ბოლოს ევროკავშირის ელჩი გურჯაანის ტექნოპარკში შეხვედრას გამართავს.
კარლ ჰარცელი კახეთში ორ დღეს დარჩება და 22 თებერვალს ვიზიტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button